“ამ დიდებული ამბით გილოცავთ მარიამობას, მათ ერთმანეთი იპოვეს” – თამუნა მუსერიძის განცხადება

0
475
26 Views

ტელეწამყვანი და პროექტის „ვეძებ“ ავტორი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აზიარებს.

როგორც ირკვევა, 45-წლიანი განშორების შემდეგ და-ძმამ ერთმანეთი იპოვა. ამბავი ჯგუფში ,,ვეძებ” ვრცელდება.

,,მარიამობას გილოცავთ გფარავდეთ დედა ღვთისმშობელი, აი ჩვენც დაპირებული კადრით, შეხვედრა 45 წლის მერე, დაკარგული ბავშვობა და ნაპოვნი ძმა, კიდევ ნაპოვნი და-ძმა და ბედნიერი მე.

არ დანებდეთ, არაფერი მქონდა ხელჩასაჭიდი, რამდენჯერ დავიწყე და დავანებე თავი, მაგრამ ღირდა ამად. ყველას გისურვებთ გეპოვოთ თქვენი სისხლი და ხორცი. ყველა არ მიგიღებს, მაგრამ მთავარია, თქვენ გეცოდინებათ ვინ ხართ და საიდან მოდიხართ.

მადლობა ამ ჯგუფს, ადამიანებს, უანგარო დახმარებისთვის და მოთმინებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ია ყველაშვილს. მიყვარხართ”, – წერს ია კოჭლამაზაშვილი ჯგუფში ,,ვეძებ”.

ცნობისთვის, ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ დაახლოებით ორი წლის წინ შექმნა ფეისბუქ ჯგუფი სახელით – „ვეძებ“, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ბიოლოგიური მშობლები და შვილები ეპოვათ.

როგორც თამუნა ამბობს, ჯგუფში არის გაწევრიანებული 162.000 ადამიანი. წელიწადნახევრის განმავლობაში დადასტურებულად იპოვეს 500 ოჯახზე მეტი.

Cesko