“ყველაფერი უფრო უკეთესად მიდის, ვიდრე ბევრს ეგონა. ” – მიხეილ სააკაშვილი

0
400
25 Views

ფრონტზე ხდება ყველაზე მოულოდნელი რამ – დონბასში, სადაც ბოლო დრომდე რუსეთს ჰქონდა სრული უპირატესობა, ყველაფერი შეიცვალა. ჩამოყალიბდა საარტილერიო პარიტეტი და ბოლო დღეებში უკრაინელებმა დაიწყეს იარაღის საწყობების ინტენსიური განადგურება. შოიგუმ აღიარა, რომ რუსეთის ჯარი წინ ვეღარ მიიწევს. რეფერენდუმების გეგმებიც გააუქმეს იმიტომ რომ ჩაიშალა ტერიტორიის გაკონტროლების გეგმა.
პრაქტიკულად, საუბარია დონეცკის რაიონებზე, რომლებსაც ვერ იღებენ რუსები. დონბასის სხვა ნაწილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებადი დიდი ქალაქების, სლავიანსკის და კრამატორსკის აღებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ახლა ყველა ჩვენების კონტრშეტევის მოლოდინშია. გერმანიაც მოიქოქა როგორც იქნა მძიმე იარაღის მოწოდებაში და გერმანულ არტილერიას გადამწყვეტი როლი შეაქვს გარდატეხის მოპოვებაში.

Cesko