26 Views
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს მსოფლიოს „რასისტული დაყოფა“ სურს.
მისივე თქმით, რუსეთი გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების „ერთგულია“ და ხალხების კულტურულ მრავალფეროვნებას „პატივს სცემს.
„დასავლეთის წესებზე დაფუძნებული წესრიგი გულისხმობს მსოფლიოს რასისტულ დაყოფას.
რუსეთი მტკიცედ არის ერთგული გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების მიმართ და არის ხალხების კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნების პატივისცემის, მათი უფლებების, საკუთარი ბედის განსაზღვრის მუდმივი მხარდამჭერი.
ამავდროულად, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ნეოკოლონიალურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც დაწესებულია კოლექტიური დასავლეთის მიერ შეერთებული შტატების მეთაურობით“, – აცხადებს ლავროვი.