19 წლის სალმან ტეფსურკაევი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი პირში ყუმბარა ჩაუდეს და ააფეთქეს – კადიროვის ახალგაზრდა კრიტიკოსის უმძიმესი ისტორია

0
392
40 Views

ჩეჩ­ნეთ­ში წა­მე­ბით მოკ­ლეს 19 წლის სალ­მან ტეფ­სურ­კა­ე­ვი, რო­მე­ლიც “ტე­ლეგ­რამ­ზე” მარ­თავ­და არხს 1ADAT და კა­დი­რო­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო. ტეფ­სურ­კა­ე­ვი 2020 წელს გა­ი­ტა­ცეს, მისი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ კი ახლა გახ­და ცნო­ბი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცია ტეფ­სურ­კა­ე­ვის წა­მე­ბით მოკ­ვლის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა “წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯგუ­ფის” ად­ვო­კატ­მა ოლგა სა­დოვ­სკა­ი­ამ, ასე­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა “ტე­ლეგ­რამ­ში” იმ არხზეც, რომ­ლის ერთ-ერთი მო­დე­რა­ტო­რიც სალ­მან ტეფ­სურ­კა­ე­ვი იყო.

“ჩვენ ის ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ”, – ამ­ბობს სა­დოვ­სკა­ია.

სალ­მან ტეფ­სურ­კა­ე­ვი 2020 წელს რუ­სე­თის ქა­ლაქ გე­ლენ­ჯი­კი­დან უც­ნობ­მა პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს. გამ­ტა­ცე­ბელ­თა შო­რის ერთ-ერთს ჩეჩ­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფიც­რის მოწ­მო­ბა ჰქონ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და სალ­მა­ნის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, თუ რო­გორ აი­ძუ­ლებ­დნენ მას ბოთლზე დაჯ­დო­მას.

იხილეთ სტატია სრულად

Cesko