სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთის არმია უკრაინაში შეტევის ტემპს შეგნებულად ანელებს

0
405
36 Views

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეცოპერაციის“ დროს შეტევის ტემპს შეგნებულად ანელებს იმის გამო, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან აიცილოს.

„სპეციალური ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე – სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, – განაცხადა შოიგუმ.

BBC-ი წერს, რომ უკრაინის ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა მუდმივად იღუპება და ქალაქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნადგურდება.

Cesko