“ვადასტურებ, რომ სწორედ პრემიერის ჩართულობით მოხდა ამ ნაბიჯის გადადგმა” – წალენჯიხის მერი

0
2009
24 Views

წალენჯიხის ე.წ პირველი მაისის სახელობის კოლმეურნეობა აუქციონის წესით გაიყიდა. მყიდველი „წალენჯიხის განვითარების ჯგუფია“. როგორც წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა “თაიმერთან” ამბობს, შენობის ინფრასტუქტურა განათლების და კულტურის სივრცეს შეესაბამება.

 

 

 

 

 

 

„თავის დროზე აქ საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები ტარდებოდა. აქვეა დიდი საკონცერტო დარბაზი, სადაც ცნობილი ქართველი მომღერლების კონცერტები იამრთებოდა. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ წალენჯიხაში ძალიან მაღალი ხარისხის სკოლა გაიხსნას, სადაც ისეთი დიდი ავტორიტეტები ასწავლიან, როგორიცაა მაგალითად, ოთარ ეგაძე, მანანა დოიჯაშვილი, ანუ იმ ხარისხის განათლებაზეა საუბარი, რომ წალენჯიხა რეგიონალური მიზიდულობის ცენტრი გახდეს და ჩვენი მეზობელი რაიონებიდან მშობლები თავიანთი შვილებისთვის განათლების ხარისხს დედაქალაქში კი აღარ ეძებდნენ, არამედ წალენჯიხაში,“ – ამბობს ხარჩილავა.

მისივე თქმით, შენობის პრივატიზებაზე თავდაპირველად ეკონომიკის სამინისტრომ უარი თქვა, რაც გაუგებარი იყო.

 

 

 

 

 

 

„განმეორებით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რის შემდეგაც სამინისტრომ შენობა საპრივატიზაციოდ აუქციონზე გაიტანა და „წალენჯიხის განვითარების ჯგუფმა“ შემდეგი პირობებით იყიდა: დაკმაყოფილდეს დევნილების საყოფაცხოვრებო ფართით და მოეწყოს კულტურულ-საგანმანათლებლო კერა
ინვესტორი უკვე ჩამოვიდა და დაიწყო აზომვითი სამუშაოები, დაპროექტება. ტენდერის ვადით განსაზღვრული ორი წლის შემდეგ, წალენჯიხა მიიღებს არა მხოლოდ ცენტრს, არამედ განვითარებულ უბანს და წალენჯიხა იქნება კულტურისა და ხელოვნების ჰაბი რეგიონში.

ვადასტურებ, რომ, მას შემდეგ,რაც ეკონომიკის სამინისტრომ უარი გვითხრა ქონების გადმოცემაზე, სწორედ პრემიერის ჩართულობით მოხდა ამ სწორი ნაბიჯის გადადგმა და, ეს გახლავთ შემდგარი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ თვითმმართველობას შორის. ეს არის კონსტიტუციური თანამშრომლობა. პოლემიკის ეტაპი ჩავლილია და ველი სასიკეთო საქმეების გაკეთებას“, – ამბობს გია ხარჩილავა.

 

 

 

 

 

 

„ცენტრალურ ხელისუფლებასთან მსგავსი ოპერატიულობითა და ჩართულობით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურა ძალიან წინ წაიწევს. ავიღოთ, მაგალითად, სქური, რომლის მთავარი ამოსავლი წერტილიც გახლავთ გზა. ინფრასტრუქტრული ნაწილი სახელმწიფო ვალდებულებაა და სქურის გზის მოწესრიგება ნიშნავს არა მხოლოდ ხეობის, არამედ, მთელი წალენჯიხის ტურისტული პოტენციალის გაცოცხლებას, იქ არსებული მინერალური საბადოს ამოქმედებას. საერთოდ, სქური საპილოტე თემაა წალენჯიხის ტურზმისა და ეკონომიკის განვითარებისთვის.

სხვათა შორის, საინვესტიციო ჯგუფი მზადაა, სქურში შემოვიდეს ხეობის გასავითარებლად. სქურის გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტს წინ წასწევს და სამაგალითოდ გამოჩნდება ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივ ოპოზიციურ თვიმმართველობას შორის თანამშრომლობის მოდელი,“ – აცხადებს ხარჩილავა.

Cesko