,,დარიას ძალიან უყვარდა და აინტერესებდა საქართველო, მისი სასტიკი მკვლელობა ჩემთვის ძალიან მძიმე განცდაა “ – შოთა გლურჯიძე დარია დუგინაზე

0
852
28 Views

მხატვარი შოთა გლურჯიძე დარია დუგინაზე სოციალურ ქსელში წერს:

ვინც ბოროტით აღტკინებული ახალგაზრდა გოგოს საზარელ მკვლელობას ამართლებს, ჩემთვის ცხოველია.
ეს გოგონა გავიცანი ორი წლის წინ მოსკოვის სამხატვრო თეატრში მუშაობის დროს, ასეთი განათლებული, კეთილი და საინტერესო ახალგაზრდა იშვიათად შემხვედრია.
დარიამ საოცრად კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, ბევრს მეხმარებოდა, ძალიან უყვარდა და აინტერესებდა საქართველო და მისი სასტიკი მკვლელობა ჩემთვის ძალიან მძიმე განცდაა. მე რომ გავიცანი, არც კი ვიცოდი რომ ის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილია, რომელსაც ასევე ვიცნობ.
საშინელმა ტრაგედიამ ალბათ ყველა უნდა ჩაგვაფიქროს, ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ჩემთვის ამ გოგოს სიკვდილი, ამ ცინიკური და საშინელი ძმათამკვლელი ომის საზიზღარი სახეა.
უფალმა აცხოვნოს დარია პლატონოვა (დუგინა).
იმედია ამ ახალგაზრდა გოგოს სიკვდილი ცოტა მაინც ჩააფიქრებს ყველას ვინც სიძულვილით დაბრმავებული სისხლისღვრის გაგრძელებას ხელს უწყობს.

Cesko