შვილებს სანამ დელფინების შოუზე შეიყვანთ, მანამდე ამ ინფორმაციას აუცილებლად უნდა გაეცნოთ. უნდა იცოდეთ, რას განიცდიან ეს უსაყვარლესი არსებები. რამდენჯერაც მათ შოუზე შეხვალთ, უნდა გახსოვდეთ, მათი ,,მომღიმარი” საახების უკან რამხელა ტანჯვაა. მაშ ასე:
1) დელფინს არ შეუძლია იცოცხლოს მოძრაობის გარეშე. ბუნებრივ არეალში დელფინი საშუალოდ 100 კილომეტრს ფარავს დღეში, აუზში ამდენს ვერ გაცურავს.
2) ბუნებრივ არეალში დელფინები ცოცხლობენ 25-დან 50 წლამდე. დელფინარიუმში დელფინების უმეტესობა კვდება დაბადებიდან პირველ ორ წელიწადში. მათი სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელია – 5 წელი.
3) დელფინები ცხოვრობენ ოჯახებად. დაჭერის დროს ზოგიერთი დელფინი კვდება ფსიქოლოგიური შოკის მიღების გამო. ისინ კი, ვინც გადაურჩება სიკვდილს, მთელი ცხოვრება იტანჯებიან ოჯახთან დაშორების გამო.
4) დელფინები მოძრაობენ ექოლოკაციის დახმარებით. აუზში მათი სონარის რევერბერაცია ირეკლება კედლებიდან და ზოგიერთი დელფინი იღებს უდიდეს შოკს.
5) ხშირია ტყვეობაში მყოფი დელფინების თვითმკვლელობა. ისინი შეგნებულად აკეთებენ ყოველ ჩასუნთქვას. როცა უკვე მათთვის გაუსაძლისია სიცოცხლე, ისინი უბრალოდ აჩერებენ სუნთქვას.
6) დელფინარიუმებში დელფინებს უკეთებენ ტრანკვილიზატორებს ანტიდეპრესანტების სახით, რათა დელფინმა არ გამოავლინოს აგრესია სტრესის გამო.
7) აუზებში სისუფთავეს იცავენ ქლორის,სპილენძის სულფატის და სხვა ქიმიკატების საშუალებით, ამის გამო დელფინების უმეტესობა მოძრაობის დროს ხუჭავს თვალებს, რადგან არ მიიღონ ქიმიური დამწვრობები.
8) შიმშილი და მათი მარტოდ ყოფნა არიხ მათი გაწვრთნის მეთოდი.
9) დელფინებს არ შეუძლიათ გამოიყურებოდნენ ტანჯულად, მიუხედავად მათი ამდენი წამებისა, რასაც ისინი განიცდიან ტყვეობაში. ნუ შეიყვანთ თქვენს თავს ილუზიაში მათი ,,ბედნიერი” მომღიმარი სახის შემხედვარე.