რაღაც მომენტში გონებაზე ყოფილა და უთქვამს… რა სთხოვა მამუკა ონაშვილმა გარდაცვალებამდე ექიმებს

0
2040
23 Views

ყველასთვის საყვარელი მომღერალი, მამუკა ონაშვილი, ავტოავარიაში მიღებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად, 1 აგვისტოს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალბათ, რთული იქნება ადამიანის პოვნა, ვისაც მამუკას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ ჰქონდა, ამიტომ მისი წასვლა ყველასთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.

აჩი ფურცელაძე: რესტორნიდან გამოსულან და მამუკას მანქანაში ჩამსხდარან, მაგრამ თვითონ საჭესთან არ იჯდა. მისი მეგობარი მჯდარა. ნატახტრის ტერიტორიაზე, რესტორნებთან ახლოს, მანქანას ატრიალებდნენ, რომ საპირისპირო მხარეს გადასულიყვნენ. ამ დროს ჩამოიქროლა ავტომობილმა, დაეჯახა მამუკას მანქანას და ამოაბრუნა. როგორც ჩანს, ის მანქანა ძალიან დიდი სიჩქარით მოდიოდა. მამუკას კუჭი გაუსკდა, ნაწლავებიც და საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რაღაც მომენტში გონებაზე ყოფილა და უთქვამს, ჩემი ოჯახის წევრებს არ გააგებინოთო. ღამით 12-ის ნახევარზე მოხდა ეს ამბავი. ჯერ მცხეთაში მიიყვანეს, შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს და აქ გაუკეთეს ოპერაცია. მე მეორე დღეს ჩამოვფრინდი საქართველოში და ეს რომ გავიგე, მაშინვე საავადმყოფოში წავედი. ორი რთული ოპერაცია მაქვს გაკეთებული მუცლის ღრუში და ვიცი, რომ ოპერაციის შემდეგ 72 საათი კრიტიკულად მძიმეა და მერე ნელ-ნელა მოდის უკეთესობა. პრობლემები სერიოზული იყო – დაზიანებები, ჭარბი წონა… წნევის დარეგულირება ძალიან გართულდა, მაგრამ უკეთესობის იმედი გვქონდა. მკურნალი ექიმი გვერდიდან არ მოშორებია. იმ ღამით, გვიან სახლში წამოვედი და მეორე დილით რომ მივედი, არავინ დამხვდა – ღამენათევები მოსაწესრიგებლად იყვნენ წასული. დილით რომ რეანიმაციაში დავრეკე, არ მიპასუხეს. ამასობაში მამუკას ნათლულიც მოვიდა და ვსაუბრობდით. 12-ისკენ დაცვა მოვიდა, მამუკასთან ხართ, ხომ, ზემოთ გეძახიანო. გულმა ცუდი მიგრძნო, მაგრამ თან, ვფიქრობდი, ალბათ, რამე დასჭირდათ-მეთქი. ავედით, დავრეკე და მითხრეს, ცუდი ამბავი გვაქვს, მამუკას გული გაუჩერდაო.

„აჩი, ცუდი ამბავი გვაქვს, გული გაჩერდა“ – აქედან დაიწყო ისტორია, როდესაც უკვე ვამბობ, რომ მამუკა აღარ არის.

ჩვენ ძალიან ბევრწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა. დედაჩემს „დეე, დეეეს“ ეძახდა. ერთი ფოტო გვაქვს მე, მამუკას და დედაჩემს. ამ ფოტოზე სამივე ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ვამბობდით, ძმები ვართ, ხატულა ორივეს დედააო. უდიდესი სითბო და სიყვარული გვქონდა. დედაჩემი მასაც შვილს ეძახდა.

მოსკოვშიც ერთ პერიოდში ვიყავით და სულ ვხედავდით ერთმანეთს. განვიცდიდით, აქ რომ ვერ ვიყავით, მაგრამ მადლობელი იყო იმისთვის, რომ ლუკმაპური გვქონდა, სხვას არ ვართმევდით და ცუდი საქმით არ ვშოულობდით იმას, რაც ოჯახში უნდა გამოგვეგზავნა.

Cesko