“მე ყარყარაშვილის შტო ვარ!ამ ომში სისხლი და ხორცი დავკარგეთ! ჩვენი ბიჭების სისხლით გაჟღენთილი დროშა შენახული გვაქვს!…” – ლალი მოროშკინა

0
1349
21 Views

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

მე ყარყარაშვილის შტო ვარ!
ჩვენ ამ ომში სისხლი და ხორცი დავკარგეთ!
1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
ომში ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 000-მდე ადამიანი დღემდე დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას.
მაშინაც და 2008-შიც დიდი ღალატი იყო!
ვირთხები არ წასულან საომრად და გადარჩნენ არა მხოლოდ ხორციელად, არამედ სხვის უბედურებაზე გამდიდრდნენ!
მჯერა,
დეზერტირების სულები განსაკუთრებულ ჯოჯოხეთში მოხვდებიან…
ჩემი “გაპრანჭული ტბილისკი ” ბიჭები, ერთ დღეს იქცნენ გავროშებად.
სრულიად საქართველოს ღიმილის ბიჭები ერთ დღეს გადაიქცნენ თავდაუზოგავ მეომრებად.
ჩვენი ბიჭების მამები გზად დაედევნენ ომში გაპარულ ბიჭებს…
ჩვენი დედები ერთ დღეს შეიმოსნენ ძაძებში…
სანამ ჩვენ ვგლოვობდით, მიწას არ ვაციებდით და ახალ-ახალი დაფლეთილი სხეულებით ვასაზრდოებდით, აქვე ყურის ძირში ლეშიჭამიების გილდია იქმნებოდა-
სახელად არასამთავრობო სექტორი.
ასე ჯიუტად სრულდებოდა დავალება: საქართველო ქართველის გარეშე.
არა ენას!
არა მამულს!
არა სარწმუნოებას!
გმირებს-დავიწყება,
ქვეყანას დანაწევრება,
სტრატეგიული ობიექტების მტრებისთვის გადაცემა,
სულიერების მოსპობა,
პატრიარქის და ქველმოქმედის მტრად გამოცხადება!
მილიონები დაიხარჯა
იდენტობის მოსპობაზე, მაგრამ მთავარი დაავიწყდათ!
ჩვენ ვაზის, ნინოს, თამარის, დავითის, ერეკლეს
ქვეყანა ვართ, ჩვენი ძირი ისევ იხარებს!
გახსოვდეთ!!!
ჩვენი ბიჭების სისხლით გაჟღენთილი დროშა შენახული გვაქვს!
ჩვენ იმ ომის გოგოებმა ვშვით ახალი, ჯანმრთელი თაობა, ჩვენ გავძლიერდით
და ამ ქვეყანას არავის ავარევინებთ!
დიდება გმირებს!
ჩვენ დავბრუნდებით!

 

Cesko