“ისტერია, გინდ ანტირუსული იყოს, გინდ ანტიამერიკული (ანტიდასავლური), ყოველთვის საზიანოა საქართველოსთვის” – ზაურ ნაჭყებია

0
662
24 Views

ისტერია,გინდ ანტირუსული იყოს და გინდ ,ანტიამერიკული( ანტიდასავლური) ,ყოველთვის საზიანოა საქართველოსთვის- ჯერ ერთი,შენს საწინააღმდეგოდ განაწყობ ხალხს და ქვეყანას ,მეორე, ენერგიისგან იცლები, ,მესამეც,ვერ აცნობიერებ,რომ მთავარი დამნაშავე შენა ხარ!
დიახ,შენ ,ანუ,ქართველი ხალხი მარიონეტ ხელისუფლებიანად,რომელსაც აიძულებენ თვალი დახუჭოს საკუთარი სახელმწიფოს დასუსტება- განადგურებაზე!
ხალხი კი იმიტომ,რომ ქვეყნიდან გაქცევით დღითიდღე ტოვებს სიცარიელეს,რომელსაც გამიზნულად სხვადასხვა ჯურის ადამიანები ავსებენ!!!
რაც შეეხება ამ ბოლო ხანებში რუსების მასობრივად შემოდინებას ,არა მგონია, ეს კატასტროფული იყოს საქართველოსთვის-ბევრი უკან დაბრუნდება,ზოგმა შეიძლება დარჩენაც მოინდომოს,მაგრამ,არც ეს იქნება კატასტროფა, სხვა უცხოტომელების მასობრივი ექსპანსიის ფონზე!
არ ვარ რუსოფილი,მაგრამ,როცა არჩევანის აუცილებლობის წინაშე დავდგები-რუსი თუ დანარჩენი “ძალადმოყვარე”, არჩევანს რუსების სასარგებლოდ გავაკეთებ!!!
კიდევ ვიმეორებ: მხოლოდ იძულებითი არჩევანის შემთხვევაში.
რაც შეეხება ანტირუსულ ისტერიას,ეს საქართველოს გარე და შიდა მტრების ავანტიურაა,რომელიც ზომბირებულ მასას თავს მოახვიეს და რუსეთთან ახალი დაპირისპირების მიზეზად სჭირდებათ!
არც ის უნდა დაგვავიწყდეს,რა დღეში აღმოჩნდებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ელვისებური დეპორტაციის შემთხვევაში- შეიძლება მშვიდობიანად ვერც გამოასწრონ!!!
ასე,რომ ,არ უნდა წამოვეგოთ ავანტიურისტთა მიერ ნასროლ ანკესზე- უფრო ჭკვიანური იქნება,საქართველოდან ყოფითი პრობლემების გამო გახიზნულები,ანუ,დროებითი შრომითი მიგრანტები, დროულად დაუბრუნდნენ საკუთარ კერას და მასობრივი გადინებით ქვეყანაში შექმნილი სიცარიელე, თავადვე შეავსონ!
P.s. არ ვარ რუსოფილი,მაგრამ,არც იმის მეშინია,ვინ როგორ მიაბამს ქოთანს ყურს და რა იარლიყს მომაწებებს- ჩემს სათქმელს თავისუფლად ყოველთვის ვიტყვი!

Cesko