26 Views
გთავაზობთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომელიც გასული წლის ნოემბერში გავრცელდა.
მისი თქმით, ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები.
“ვარდების რევოლუცია თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა “ერი სხვა ერთა შორის”, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს”, – ამბობდა სააკაშვილი.