“დიდგორობას… ვერ გილოცავთ ქართველნო.., რადგან…” – გიგლა ბარამიძე

0
2448
198 Views

პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

დიდგორობას….
ვერ გილოცავთ ქართველნო..,
რადგან-
დიდგორზე დაღვრილი სისხლის ფასად გამთლიანებული მამული, ვერ შევინარჩუნეთ,
რადგან, დიდგორზე დათქმული ფიცი, გავტეხეთ,
რადგან, დიდგორზე გამოჭედილი ქართული გენის ამღერებას , ბზარი შევაპარეთ,
რადგან,დიდგორზე საფუძველჩაყრილ ერის გამთლიანებას, გათითოკაცობით ვუპასუხეთ,
ურთიერთსიყვარული-სიძულვილით შევცვალეთ,
გატანა- ღალატით,
თავდადება – სიმხდალით,
ქვეყნის სიყვარული- სიხარბით,
რწმენის ურყეობა-წარმართობით,
პირდაპირობა- ფარისევლობით,
სიმართლე- სიყალბით,
სიამაყე-ორპირობით,
კეთილშობილება-შურშერეული ამპარტავნობით,
ხოლო მოყვასის სიყვარული- მისივე ჩაგვრით და ხელისკვრით…
ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულო , უკვდავებაში გადასულო ჩვენო დიდო წინაპრებო ,
როგორც ფიცის გამტეხი და დამნაშავე, მუხლმოდრეკილი გევედრებით , უფლის წინაშე, მომიტევოთ და მომცეთ, კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ, უფლება, თავაწეულად და გულმართლად, დიდგორობა მივულოცო თანამემამულეებს..
და, ვინაიდან და რადგანაც , კვიცი გვარზე ხტის ,სისხლი არ იშრიტება,
გენი არ კვდება, თქვენი უკვდავება ჩვენში ყვავილობს,
გპირდებით, აუცილებლად,
აუცილებლად
აღვადგენთ თქვენს მიერ
სამარადჟამოდ მოპოვებულ
საქართველოს მთლიანობას…
მომეცით უფლება..
ძვირფასო მეგობრებო,
დიდგორობას გილოცავთ!

Cesko