“უცხოეთზე მიყიდული ერთი მუჭა გამყიდველები ვერ დაეპატრონებიან ვეფხისა და მოყმის ერთად დამტირებელ დედას და მას დედა-შვილობას ვერ მოუშლიან” – გრიგოლ ონიანი

0
1325
41 Views

გრიგოლ ონიანი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ქართველებო!
სანამდეც ვაჟა-ფშაველას სული მთაწმინდას დასტრიალებს და ალექსანდრე ყაზბეგის კობა სამართლიანობისათვის იბრძვის, – დიმიტრი ყიფიანი იმედიანად დგას წმინდა მთაზე და ამაყად გასცქერის თავის საყვარელ თბილისს.
მთაწმინდის დიდებულთა სული მიუძღვის წინ ქართველ ხალხს თავისი ათასწლოვანი ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებისათვის ბრძოლის გზაზე.
უცხოეთზე მიყიდული ერთი მუჭა გამყიდველები ვერ დაეპატრონებიან ვეფხისა და მოყმის ერთად დამტირებელ დედას და მას დედა-შვილობას ვერ მოუშლიან.
პაატას თავი ჯერ კიდევ ცოცხლად დაგორავს ისპაჰანსა და საქართველოს შორის, გიორგი სააკაძის ხმალი ქარქაშში ისევ ბორგავს ყვავ-ყორანთა ასალაგმავად. ქართველი ხალხი კი მათთან ერთად დგას ქრისტეს, მამულისა და ერის გადასარჩენად.

უარი ევროპას!

უარი საერთაშორისო იმპერიალიზმის დამპყრობლურ პოლიტიკას!

ძველის პატივისცემით ვაშენოთ ახალი!

გრიგოლ ონიანი
სვანური კოშკი

Cesko