„კიეველი ნაძირალები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, მზად არიან მოაწყონ ახალი ჩერნობილი. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორს და რადიოაქტიური იზოტოპების შესანახ ობიექტებს. ამბობენ, რომ ეს რუსეთია. ეს აშკარა, სისულელეა თუნდაც სულელი რუსოფობიური საზოგადოებისთვის.
გაეროსაც არ სჯერა. ისინი ამბობენ, რომ ეს სრულიად შემთხვევით ხდება. თითქოს არ სურდათ. რა ვთქვა… არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევები შესაძლებელია იქაც მოხდეს”, – წერს მედვედევი “ტელეგრამზე”.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა გუშინაც დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ატომური ენერგოსადგურის ტერორიზმის მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა.