ჩინეთმა აშშ-ს უკრაინის კრიზისის ინიციატორი და ომის „მთავარი წამქეზებელი“ უწოდა – Reuters

0
709
20 Views

ჩინეთმა აშშ-ს ომის „მთავარი წამქეზებელი“ უწოდა. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის ელჩმა მოსკოვში ჟან ჰანჰუიმ რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟან ჰანჰუიმ ვაშინგტონი დაადანაშაულა „რუსეთის კუთხეში მიყვანაში ნატოს თავდაცვის ალიანსის განმეორებითი გაფართოებითა და იმ ძალების მხარდაჭერით, რომლებიც ცდილობენ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას მოსკოვის წინააღმდეგ“.

„როგორც უკრაინის კრიზისის ინიციატორი და მთავარი წამქეზებელი, ვაშინგტონი, რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო ყოვლისმომცველი სანქციების დაწესებით, აგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას. აშშ-ის საბოლოო მიზანია რუსეთის ამოწურვა და განადგურება ხანგრძლივი ომითა და სანქციებით“, – განაცხადა ელჩმა.

Cesko