აგვისტოში, 14 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელიც 5 დღე გაგრძელდა და უმძიმესი შედეგები მოიტანა, ქვეყანამ რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაკარგა. საკუთარი საცხოვრებელი კი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა.
დღეს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გთავაზობთ რეალური მიმოწერის ვიდეო რეკონსტრუქციას, რომელიც რამდენიმე წლის წინ პალიტრა ჰოლდიგზე შეიქმნა და საკმაოდ მძიმე წასაკითხია.
2008 წელი 7 აგვისტო…
21:45 (ლიზიკო თემოს)
თემო, გირეკავდი, რატომ არ იღებ?
22:15
მომწერე რა, გთხოვ, ვნერვიულობ.
22:20
ბიჭებთან ვერ გელაპარაკე. მშვიდობაა, რა განერვიულებს, ბავშვები რას შვრებიან?
22:22
სძინავთ უკვე. ეს მამუკა რა მშიშარა ყოფილა, გაზის ბალონი მოხსნა და სადღაც წაიღო, რუსებმა არ დაგვბომბონო. ჭურვი თუ დაგვეცა გაზის ბალონი გინდ ყოფილა გინდ არა.
22:23
ეგ რა როჟაა, დამიკოცნე ბავშვები, მშვიდობაა, რა ომი, სწავლებები გვაქვს უბრალოდ.
22:24
ხვალ დამირეკე კაი? მიყვარხარ.
22:24
მეც
13:30 (დედა)
სად ხარ, დედი? დილიდან გირეკავთ, ლამისაა გული გამისკდეს. ათასი დეზინფორმაცია ვრცელდება. ამბობენ ცხინვალში მიჰყავთო. მაღაზიები დაკეტეს, რუსი სამხედროები არ შემოვიდნენო.
22:27
რამდენი გირეკიათ, დე. რას პანიკიორობთ. ეს ოხერი ტელეფონი ძლივს დავტენე. სადღაც გადაკარგულ სოფელში ვართ, ვემზადებით.
22:30
ცხინვალში მიყავხართ დედი? რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე.
22:31
წავალთ და ჩამოვალთ, ნუ იგრუზებით, ყველაფერი კარგად იქნება. წავედი, როცა შევძლებ მე თვითონ მოგწერ და დამშვიდდით.
08.08.08
07:20 (დავითა)
თემო, როგორ ხარ, ძმაო, მშვიდობა გაქვს?
07:21
თემო, რა ხდება ბიჭო მანდ? ვნერვიულობთ ბიჭები.
08:00
რა ვიცი დავით, არაა კაი ამბავი, სიმაღლეებიდან ისვრიან უკვე. დაჭრილები გვყავს.
09:15
ვაჰ, ამათი დედაც, ჩვენ გორში ვდგავართ.
09:16
ტურებივით ღამე გამოდიან ეს დედამო**ნულები, ხალხიც პანიკაშია, წავიდნენ თუ დარჩნენ არ იციან.
09:18
ბარდაგია, ბლ**, პატრონი არავინაა.
09:23
ღმერთი ჩვენკენ იქნება.
10:16 ლიზიკო
თემო, ანძა დააზიანესო თუ რაღაც, არ იჭერს ტელეფონი, ძალიან ვწვალობ, მომწერე, გთხოვ.
10:45
ხაშურში გზა გადაკეტე, გარეთ არავინ არ გადის. ბომბდამშენებმა გადაგვიფრინა თავზე. გორისკენ მიფრინავდა. საშინელება იყო. მამუკამ ბავშვებს ყურები აუხვია ნაჭრით, არ დაყრუვდნენო.
10:55
რას ამობო, ფრთხილად იყავით, ტელეფონი სულ დამჯდარია, დატენვის დრო არაა.
10:56
თქვენზე ფიქრი მაძლიერებს, ერთი სული მაქვს ჩაგეხუტოთ.
10:59
ღემრთო, მალე მორჩეს რა ყველადფერი, აღარ შემიძლია. ზურგჩანთა გავამზადე, საჭირო ნივთები ჩავდე თუ რამე ტყეში გავიქცევით.
11:31
ბავშვები არ შეაშინოთ, ყველაფერი კარგად იქნება. მამუკა დააწყნარეთ კიდე
16:35 დავითა
გვბომბავენ ეს ჩემისები, ძაან ცუდი სიტუაციაა, მანდ რა ხდება.
17:05
თემო სად ხართ
19:05
ბიჭო, თავა დამიბრიდეს, მელაპარაკებოდა და ჩემ თავლწინ რაღაცამ შუაზე გადაჭრა.
19:15
აუ, არ მითრა რა, რუსთაველა დაჭრილი კახელოს გამოსაყვანად წავიდა და ნაფლეთებად იქცა.
23:55 თემო დედას…
დე, ცოცხალი ვარ…
9.08.08
10:45 დავითა
თემო, ცოცხლები ხართ? ცხინვალში რა ხდება?
10:50
ყველგან რუსები არიან. ფრონტის ხაზი აღარაა.
14:25 ლიზიკო
თემო, მიაკომ მამა დამალაპარაკეო, სადააო, სამსახურშია-თქო. დილიდან გეძებს. როგორ ხარ?
15:27
თემო იმედია ტელეფონი დაგიჯდა რომ ჩართავ დამირეკე.
22:25 დავითა
ბიჭო სად ხარ რა ხდება, ჩვენ გორისკენ წავედით.
02:45 ლიზიკო
თემო ჩემო სიყვარულო, რით დავიმსახურე ეს სასჯელი 2 დღეა გირეკავთ და სად ხარ?
02:52
გაგვეცი ხმა თემო, რამე რომ მოგივიდეს მოვკვდები, რომ არ დაბრუნდე არ გაპატიებ….
წყარო – intermedia