“გაღიზიანებული ტონი, შეკითხვის დასმის მარაზმატული და ლამის ხულიგნური ფორმა, ეს არის დღეს დავალება, რის შესრულებასაც ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ცდილობენ”

0
713
21 Views

„გაღიზიანებული ტონი, კამათის გამოწვევის მცდელობა, შეკითხვის დასმის მარაზმატული და ლამის ხულიგნური ფორმა. აი ეს არის დღეს ის დავალება, რის შესრულებასაც ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ცდილობენ. აზრი არა აქვს მათთვის იმის თქმას, რომ რუსები 6-შიც იყვნენ, 7-შიც და 222 წელიწადია ჩვენს მიწაზე როგორც დამპყრობლები დგანან“, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ომის თარიღის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას.

როგორც გაბრიჭიძე წერს, მნიშვნელობა არ აქვს ომი 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8 აგვისტოს, რადგან რუსები საქართველოს ოკუპაციას 222 წელია ცდილობენ.

„გაღიზიანებული ტონი, კამათის გამოწვევის მცდელობა, შეკითხვის დასმის მარაზმატული და ლამის ხულიგნური ფორმა. აი ეს არის დღეს ის დავალება, რის შესრულებასაც ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ცდილობენ. აზრი არა აქვს მათთვის იმის თქმას, რომ რუსები 6-შიც იყვნენ, 7-შიც და 222 წელიწადია ჩვენს მიწაზე როგორც დამპყრობლები დგანან. ისინი არ („ვერ“ კი არა „არ“) გაიგებენ, რომ 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებები 8 რიცხვში დაიწყო.

იმის თქმას, რომ 7-8 რიცხვებზე კამათით ისინი შეურაცხყოფენ გლოვას, რომელიც 8 აგვისტოსაა გამოცხადებული, მით უმეტეს არა აქვს აზრი. 2008 წლის ოქტომბერში ჩემთან საუბრისას ერთ-ერთმა დევნილმა ქალბატონმა, რომელიც გორის საბავშვო ბაღში იყო დაბინავებული მომიყვა, რომ ცხინვალის მხრიდან დაბომბვები ყოველ დღე ზუსტად განსაზღვრულ დროს ხდებოდა, მაგრამ 8-ში უკვე რუსების რეგულარული არმია წამოვიდაო (ამის გადამოწმება თავისუფლად შეიძლება და ამას მაშინდელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ).

არის შეკითხვები – რა მნიშვნელობა აქვს 7 აგვისტო დაფიქსირდება, თუ 8. აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰააგის სასამართლოსთვის, მაგრამ ამ ხალხს აქაც ჩვენი დამარცხება სურთ. ხალხს, რომლებიც საქართველოს დატოვებას ერთმანეთს ასწრებდნენ, ხალხს რომლებისთვისაც დაკარგული მიწები ქვების გროვაა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს სიმშვიდით, პრაგმატული ნაბიჯებით და ხალხის სიყვარულით. ისინი კი მუდამ გატეხილი ვარცლის („ვარცლის“ და არა „ფაეტონის“) ამარა დარჩებიან“, – წერს გაბრიჭიძე.

Cesko