“ორი ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა ქალაქში, არ არის გამორიცხული სხვაც იყოს და ბევრი…შესაძლებელია გამოიწვიოს ზედოზირება და სიკვდილი!” – ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

0
1321
27 Views

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს.

ამის შესახებ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს და ასახელებს მედიკამენტებს, რომელთა გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი შესაძლოა ფატალურ შედეგამდეც კი მივიდეს.

“მეგობრებო ახლა უკვე ორი შემთხვევა არის ქალაქში და ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს პოსტი დავწერო ვინაიდან ე.ი არის საშიშროება რომ რაღაცა უბედურებას გადავეყაროთ !!

ვინც გამოიწერეთ რაიმე ნარკოტიკი და ნახეთ რომ არის თეთრი კრისტალები და გამოიწერეთ როგორც მეტამფეტამინი ან ალფა-პვფ ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მეფედრონი და ამ კრისტალებში შესაძლებელია იყოს მეტადონი ან კარფენტანილი ორი ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა ამიტომ არ არის გამორიცხული სხვაც იყოს და ბევრი!!!

მეტადონი და კარფენტანილი ამ შემთხვევაში არის იპიატი და შესაძლებელია გამოიწვიოს ზედოზირება და სიკვდილი !!

სიმპტომები მოხმარების დროს:

1 გულისრევა, ღებინება

2 გაბრუება, გონების დაკრგვა

3 სუნთქვის გაძნელება და მძიმე შემთხვევაში გაჩერება

რა უნდა ვქნათ:

1 არ მიატოვოთ მარტო ადამიანი

2 დარეკეთ 112 და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ, გაუვლის და მერე არ გამოვა

3 სუნთქვის გაჩერების და გონების დაკარგვის შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვა პირიდან პირში ან პირიდან ცხვრში
დაიწვინეთ გვერდზე რომ ნაღები მასა არ მოხვდეს ფილთვში

და გამოიყენეთ ნალოქსონი !!

არ არის აუცილებელი რომ გაუკეთოთ ვენაში შეგიძლიათ უბრალოდ ჩაასახათ პირის ღუში ან გაუკეთოთ კუნთში

ზედოზირების პაკეტები არის აპარატებში სიგმა რომელიც დგას პსპ აფტიკებთან მანდალა • Mandala დაუკავშირდით და გატესტეთ თქვენი შეძენილი ნარკოტიკი !! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება !! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს!!” – წერს ზურა სიხარულიძე.

Cesko