ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მითვის ძალადობა მიუღებელია.
“მე არასდროს არ ვემბები ფერხულში ..
ყოველთვის გამაჩნია საკუთარი აზრი და რაც უფრო მიკიჟინებენ ჩვენს აზრზე გადმოდიო, მით უფრო მტკიცედ ვდგევარ ჩემს აზრზე …
არასდროს გავარჩევ ადამიანებს პოლიტიკური, ნაციონალური, ვიზუალური ან რამე ადამიანობისთვის უმნიშვნელო დეტალით ..
დედამიწაზე არსებობენ ადამიანები, ცაში ღმერთი .. რა ენაზე ლაპარაკობ ან რა სახელი დაგარქვეს ეს უმნიშვნელოა … მთავარია ადამიანის სახე არ დაკარგო და ბოროტებამ არ შთანგთქას !
არავითარ აგრესიას არ მივესალმები ! ომი ვიცი მე იარაღით ხელში და არავითარი სხვა გამოხატულება ჩემთვის მისაღები არ არის !! თუ შნო გაქვს ეომე ! თუ არ გაქვს , ქალებზე, ბავშვებზე ან შორტიან ტურისტზე ძალადობა და შეურაწყოფა , ჩემთვის მიუღებელია..
საქართველო ოკუპირებულია თითქმის 20 წელია !! ამიტომ სხვისი ომის გამო კი არა, ჩემი ქვეყნისთვის მოვითხოვ პასუხს !
ყველამ საკუთარ ქვეყანას მიხედოს “, – წერს სჭინავა.