“კურიერის” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სროლა იყო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში. წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა სამედიცინო ჩარევა უტარდება.
დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა.
“კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს, თუმცა მისი ვინაობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
დაკავებული 80 წლის ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძეა. რაც შეეხება მოტივს, ოფიციალური მოტივი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში გიორგი გალდავასა და თეიმურაზ ბეჟანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გაისმა სროლის ხმა და გალდავა ხელისა და მუცლის არეში დაიჭრა. დაჟრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმ გიორგი ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ სტაბილური, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.