ექსპერტი დავით ქართველიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკსტატუს ეხმაურება, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.
მისი თქმით. თუ ქმედება წარმოშობს დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
„სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლი ნიშნავს, საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებას ან სხვაგვარს მიწოდებას ამავე კოდექსის 323-ე 330-ე, 3302-ე და 3311-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“, – წერს დავით ქართველიშვილი.