“მაშინვე გარდაიცვალა, ბებია პატარა შვილიშვილთან ერთად იყო და ტრაგედიაც ამ დროს მოხდა…” – უმძიმესი შემთხვევა

0
910
23 Views

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მესამე საჯარო სკოლასთან ახლოს, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, გზას ბებია და შვილიშვილი კვეთდნენ, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახათ.

ბებია ადგილზე გარდაიცვალა, 15 წლამდე მოზარდი კი, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

Cesko