თუ ეს ასე იქნება, აქ ატყდება ძალიან დიდი ხმაური – ვალერი გელბახიანი

0
1173
26 Views

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანი თქმით სააკაშვილს ციხეში გადაყვანას უპირებენ.

“სამედიცინო კვლევები რაც კი ჩატარდა ამ ხნის განმავლობაში, გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრს, რომ რეგისტრაციაში გაიაროს ამ დოკუმენტაციამ. როგორც მივიღებთ პასუხს, დაინიშნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ჭორები დადის, რომ „ვივამედის“ ხელმძღვანელობას უნდა, დააბრუნოს ციხეში, თუ პირიქით, ციხის ადმინისტრაციას უნდა, რომ გაიყვანოს პატიმარი უკან.

ეს სასკანდალო თემაა. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ თუ ეს ასე იქნება, მაგისთვის ვის სცალია, აქ ატყდება ძალიან დიდი ხმაური. ეს უკვე ბოლო ნაბიჯია ადამიანის სიკვდილის მცდელობის“, – განაცხადა გელბახიანმა.

Cesko