სახალხო დამცველი უნდა იყოს არჩეული და არა პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად დანიშნული პირი – რას წერს ემიგრანტი

August 4, 15:24
0
992

ემიგრანტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

🔥 სახალხო დამცველი უნდა იყოს არჩეული და არა პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად დანიშნული პირი.
გასაგებია, რომ უმრავლესობას ხმები არ ჰყოფნის და ეს პოსტი ისევ პოლიტიკური შეთანხმების საკითხი იქნება. მით უფრო, რომ მეგობარი დეიდები და ბიძიები ითხოვენ, ომბუდსმენი იყოს არა პოლიტიკურად ნეიტრალური, არამედ მათ მიერ მართული ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ანუ ისევ კოლექტიური ნაცი.
რაღას წვალობთ ამ სიცხეში? გასაგებად თქვა თაკო ჩარკვიანმა: ზაფხულია, ცხელა, ცხელა და სახალხო დამცველი “ხოტორა” გელა იქნება, თმაშეკრეჭილი ნინო თუ თამარი, რა განსხვავებაა? ამ ძალიან არასამთავრობო და “არაპოლიტიკურ” კოლექტიურ ნაცებს, ყველას – წმინდა მიხეილის სასწავლებელი აქვს დამთავრებული და ერთი უფროსი ჰყავს. მათ შორის განსხვავება ნულის ტოლია. ამიტომ, არიოლ-რეშკა ითამაშეთ და გაამარტივეთ ვაჭრობის პროცესი. თან, ისეთი ტყუილი მაინც თქვით,
“ფეხები ჰქონდეს, დგომაც შეეძლოს და გაქცევაც”.

Cesko