“სანამ პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს, სააკაშვილმა ჯერ უნდა აღიაროს …”

0
1487
21 Views

ემიგრანტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

✅ მიხეილ სააკაშვილმა, სანამ პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს, ჯერ უნდა აღიაროს:
– როგორ შექმნა არაადამიანური, ავტორიტარული, ადამიანის უფლებების შემლახავი რეჟიმი, რომელიც კლავდა, აწამებდა, ატერორებდა, არბევდა, უკანონოდ აპატიმრებდა, ართმევდა ბიზნესს და კერძო საკუთრებას, ხელყოფდა ადამიანების პირად ცხოვრებას და აშანტაჟებდა.
– როგორ გაყიდა არაერთხელ, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, სხვა ქვეყნების სასარგებლოდ, ქვეყნის ტერიტორიები, სტრატეგიული ობიექტები და სახელმწიფო ინტერესები (გრძელი სიაა).
– როგორ ხარჯავდა ბიუჯეტის, ხალხის ფულს, საკუთარი სიამოვნებების, ოჯახის წევრების, ახლობელ-მეგობრების და უცხოელი ლობისტების გასართობად.
აღიაროს, მოინანიოს, დააბრუნოს მოპარული მილიარდები, ბოდიში გადაუხადოს ათასობით დაზარალებულ ოჯახს და ითხოვოს შეწყალება, ან კანონიერი საფუძვლის შემთხვევაში, სასჯელის გადავადება.
მხოლოდ ამის შემდეგ და დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება.
მხოლოდ ჩადენილ დანაშაულთა აღიარებაა იმის გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ვეღარასოდეს დაბრუნდეს პოლიტიკაში.
უახლოეს დღეებში, თემურ ალასანიას მიერ დაქირავებული ამერიკელი იურისტები (კომპანია “აკერმანი”) და ექსპერტები, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დადებენ ისეთ დასკვნას, რომ სასამართლოს მიეცეს კანონიერი საფუძველი, სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადოს. სანაცვლოდ, სააკაშვილი “დატოვებს” ქართულ პოლიტიკას. ასეთია სააკაშვილის ციხიდან თავის დაღწევის გეგმა.
ვხელმძღვანელობ რა კლინიკა ” ვივამედის” ოფიციალური ინფორმაციით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დარწმუნებული ვარ რა, რომ ალასანიას დაქირავებული ექსპერტების დასკვნა არ იქნება ობიექტური და სანდო, კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას:
ისე არ მოხდეს, რომ თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იზიარებთ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესაძლებლობას, მაგრამ სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განაცხადოთ: სასამართლო დამოუკიდებელია და მის გადაწყვეტილებებში არ ვერევით.
დიახ, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ მოხდეს ექსპერტიზის შედეგების გაყალბება იმ კაცის მიერ ჩამოყვანილი ექსპერტების დასკვნით, ვინც არაერთ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ვინც ქართველებს ავადმყოფ ერად მიიჩნევს და მზად არის, ივანიშვილის მკვლელს, 1 მილიონი დოლარი გადაუხადოს.
ასე რომ, იჩქარეთ ნელა…

Cesko