ბურჯანაძე: “ყოველთვის ვიყავი რუსეთთან ამის მომხრე და ამის შემდეგაც ვიქნები”

0
822
25 Views

“ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში რუსეთზე ისაბურა.

“ყოველთვის ვიყავი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრე და ამის შემდეგაც ვიქნები, გინდა არ გინდა, უნდა ელაპარაკო. მას ამერიკაც ელაპარაკება. რეალურად, ჩემი საქმეები ყოველთვის იყო ქვეყნის სუვერენიტეტის, დასავლური ორიენტაციისადმი მიძღვნილი და ორიენტირებული. მივეღეთ ნატოს და არაფერს არ შევეწინააღმდეგობოდი. ხელისუფლება დღეს სიტყვით პროდასავლურია.

ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს არა თუ აახლოებს დასავლეთთან, არამედ აშორებს დასავლეთს, ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა, ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის შელახვას არა თუ ეწინააღმდეგება, არამედ თვალს ხუჭავს”, – ამბობს ბურჯანაძე.

Cesko