„დიდი სირცხვილია, არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ბიძინას ციხეში მოხვდა, ასე სამარცხვინოდ არ მოქცეულა“ – ჩერგოლეიშვილმა მიშას კიდევ ერთხელ გადაუარა

0
1465
24 Views

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ჩვენ, 2013 წლიდან მოყოლებული ვცდილობდით მიშასთვის აგვეხსნა, რომ ის ვეღარ იქნებოდა იმ ტიპის ლიდერი, როგორიც იყო – უნდა შეჰგუებოდა, რომ თუ პოლიტიკაში რჩება ქვეყნის დატოვების შემდეგაც, შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი. მიშამ ამის გამო შეგვრაცხა მოღალატეებად, ჩვენი თავი ალანძღვინა მის ბრბოს, რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში გვაბრალებდა ყველაფერს, რაც პირზე მოადგებოდა – გაზპრომზე მიყიდვით დაწყებული, ტრადიციების წართმევით დამთავრებული. ამაში აიყოლია ისინი, ვინც მასში ძალაუფლების და ფულის წყაროს ხედავდა, ყველა საზიზღარი მცოცავი! ჩაშალა ყველა შეთანხმება რაც მის აბსოლუტურ ძალაუფლებას გამორიცხავდა, მის მიერ კონტროლირებად მედიებში დაბლოკა ყველა, ვინც მის უპირობო ლიდერობას ეჭვქვეშ ვაყენებდით, შედეგად – არაერთი პოლიტიკური ლიდერი გატეხა და მორალურად გაანადგურა! მერე, როცა ჩათვალა რომ ის მომენტია, როცა თუ არ ჩამოვიდა – სხვა დაიკავებს მის ადგილს, რძის პროდუქტების კონტეინერით შემოიპარა, ნაცვლად საზღვარზე ღირსეულად შემოსვლისა და თვეების განმავლობაში ისტერიკაში იყო, მე რომ თავი გავწირე, ახლა თქვენ გაწირეთო – მის ბრბოს და კარვის ქალებს მოღალატეები აძახებინა ყველასთვის, ვინც მას გმირად არ ვთვლიდით და აქციაზე არ გავდიოდით.

ახლა ეს კაცი ამბობს, რომ კობახიძე და რუსეთი არაფერ შუაშია და ოღონდ ციხიდან გაუშვან, პოლიტიკას აღარ გაეკარება. აი ამ კაცს შესწირა ოპოზიციამ 10 უმნიშვნელოვანესი წელი. პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანების ნაწილი ვერც კი ხვდება ეს რა სირცხვილია. ვერ ხვდებიან რა თავისმომჭრელად იქცევა. შემთხვევით, თუ შემოტრიალდა – წავლენ და მის ჩრდილში დაიწყებენ ადგილის ძებნას, იტყვიან ნემსი გაუკეთეს ქოცებმა და მაგიტომ ინანიებდაო.

დიდი სირცხვილია, არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ბიძინას ციხეში მოხვდა, ასე სამარცხვინოდ არ მოქცეულა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული პოლიტიკის დატოვება და უკრაინაში მოღვაწეობის გაგრძელება სურს.

Cesko