რას შეეწირა ბოლნისელი მოსამართლე? – ცნობილია ტრაგედიის მიზეზიც და ადგილიც

0
697
21 Views

ბოლნისის სასამართლოს მოსამართლე, ლევან ბარდაველიძე მარნეული-კოდას გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ცნობილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დილით მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა.

მოსამართლესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება უზენაესმა სასამართლომაც გაავრცელა:

„საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან ბარდაველიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ბატონი ლევანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს.

ბატონი ლევანი გახლდათ სამაგალითო კოლეგა, იგი მრავალი წლის მანძილზე ღირსეულად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა სამოსამართლო საქმიანობას. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთლიანი სასამართლო სისტემისთვის„ – წერია სასამართლოს განცხადებაში.

Cesko