VIDEO: “რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე, ქალის სახე დაკარგე შენც ხარ არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი…” – ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

0
766
37 Views

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სახედაკარგული უწოდა.

კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. “ნაცმოძრაობის” გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც…სამარცხვინო შენ….“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

Cesko