“რაღაც ხდება, ძალზედ სერიოზული, რასაც საზოგადოებას უმალავენ” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

0
689
24 Views

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ერთ სიტყვით ქოცი დამანგრეველი ძალა ანგრევს ყველაფერს რუსეთის სასარგებლოთ ყველაზე ცუდი ადამიანებში უიმედობა ჩანერგეს.

სისტემას დაჯახებული უსამართლობის წინამღდეგ მებრძოლ ადამიანების ბრძოლის ჟინიც დღითი დღე ნელდება. რასაც ვუყურებ პროტესტის გამომხატველიც მეტი წილი ევროპას და ამერიკას გაიხვეწა ვინც დავრჩით ამ გაპარტახებული გაუბედურებული ქვე – ყანაში პრორუსული ბიძინას და ქართული ოცნების ტყუილების ბოლის ნაწილად ვიქეცით.

საითაც მიგვაქანებენ იქითკენ მივექანებით, ვერც არჩევნების მოგებამ გვიშველა
ვერც შარლ მიშელის დოკუმენტმა, ვერც მრავალრიცხოვანმა გამოსვლებმა.

ძალიან ბევრი ვიცი, მაგრამ ძალიან ცოტას დავწერ, ეს იმიტომ, რომ ასე ვთვლი საჭიროდ.

ეხლა რაც შეხება ამ ევრო კავშირის სტატუსის მინიჭება არ მინიჭებაზე, ეს ცხადია რუსი ოლიგარქის ბიძინას ლაქია ხელისუფლებამ ჩააგდო პროცესი.

არც არის გასაკვირი ადამიანებისგან რომლებიც საქართველოს რუსეთან ომის დაწყებაში ადნაშაულებდნენ, ეს ივანიშვილია თუ წულუკიანი სალომე ზურაბიშვილი, თუ რომელიმე სხვა მაღალი ჩინი, ფაქტი ერთია ამ ძალას ყველაფერი გასდით რატომ? ეს იმიტომ რომ გამყიდველი ბევრია გარშემო.

არც მეტი არც ნაკლები ეხლა 12 პუნქტთან დაკავშირებით, რაც 6 თვის განმავლობაში უნდა შესრულდეს ამასაც არ შესრულება უწერია. წინასწარ გეტყვით, ამისთვის, ერთი ბარტყი გოგაშვილის სახით შემოგვიგდეს მთელი თვეების მანძილზე, ამ თემის გარშემო გვატრიალონ, ესა ის, რაც ხდება.

მოდით დავანებოთ ამ ყველაფერს თავი, ამ 12 პუნქტიდან თითქმის ყველა პუნქტზე რაღაცა სახის კანონია მისაღები დრო სჭირდებათ.

არის პუნქტი რომელიც არც კანონის მიღება სჭირდება და არც დრო, უბრალოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.
ეს სააკაშვილის და გვარამიას საქმე…გინდათ შესრულდეს 12 პუნქტი სრულყოფილად, მაშინ დალაგდით კარგათ და დაირაზმეთ ნამდვილი ბრძოლისთვის და არა გამოხვედით და წავედისთვის.

აქვე მინდა ვუთხრა ოპოზიციას, მართლა მაინტერესებს ამ ოპოზიციის ეს ფანტაზიები საითკენაა გამიზნული, რომელიც არც ერთი ნაბიჯი შედეგის მომცემი ვერ აღმოჩნდა.

უბრალოთ რაღაც ხდება ძალზედ სერიოზული, რასც საზოგადოებას უმალავთ.
ამასობაში კი ყველამ ხელი ჩაიქნია, რაღაც იმედის მომცემი მაინც მოიმოქმედეთ სანამ გვიანი არაა”, – წერს მაჩალიკაშვილი.

Cesko