,,ბედნიერი ვარ, რომ სულით ბ*ზი არ ვარ, არც ჩანერგილი… მადლობა ბიძინა ივანიშვილს” – მიშა მესხი

0
777
20 Views

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მიშა მესხი ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მადლობას უხდის.

,,მე პირადად, მიშა მესხი, მიუხედავად იმისა, რომ არც მილიონები მიშოვია და არც აგარაკები მიყიდია, დიდი მადლობა მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა. არ მინდა, რამე მაღალ ფარდოვანი სიტყვების წერა დავიწყო. გულით მადლობა ჯერ იმიტომ. რომ მანიაკებთან და ჯალათებთან არ მიწევს ცხოვრება, აღარ მიჭერენ, აღარ მირტყამენ, არ მიტაცებენ და ბევრი არ.

მუდამ მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე ამ ადამიანის. ბედნიერი ვარ იმით, რომ 2011 წლიდან ვარ ამ ადამიანის გულშემატიკვარი და ქართული ოცნების გვერდით, ბედნიერი ვარ იმით, რომ არც ჩანერგილი ვარ, არც გადახტომილი, არც გადმოხტომილი და არც სულით, ბოდიში და, ბოზი.  მიუხედავად იმისა, იყო დრო, გულის ტკენაც მქონდა, წყენაც და უმუშევრობაც,  მაგრამ არასოდეს გავბოროტებულვარ, იმიტომ, რომ ჯერ ჩემს თავს ვცემ პატივს და მერე იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია.

შეიძლება ეს ადამიანი ვიღაც-ვიღაცებს არ მოსწონთ, მაგრამ მოდი, მან რომ გააკეთა, იმის ერთი პროცენტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის და დამიჯერეთ,  შვეიცარია ვიქნებით”, – წერს მიშა მესხი.

Cesko