“ამერიკის ელჩის, ქალბატონი დეგნანის თავხედობა, ყველა საზღვარს გასცდა” – რა წერილს აქვეყნებს ხათუნა ხოფერია?

0
2570
37 Views

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები, ქართველის ელისო წიკლაურის წერილს აქვეყნებს, რომელიც მან აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიწერა.

“ამერიკაში მცხოვრები ღირსეული ქართველის- ელისო წიკლაურის- წერილი კელი დეგნანას!

ამერიკის ელჩის, ქალბატონ დეგნანის თავხედობა, ყოველ საზრვარს გასცდა. მართალია, ყველა აგინებს, მაგრამ ვიღაცამ პირადად ხო მუნდა უთხრას სიმართლე და გადავწყიტე, მისთვის წერილის მიწერა.
წერილი ოფიციალურად გავუგზავნე ფოსტით და იმედია მიიღებს, მაგრამ აქაც იდოს ორივე ენაზე…

აშშ-ს ელჩს საქართველოში
ქალბატონ კელი ს.დეგნანს
ქალბატონო დეგნან, მე ვარ საქართველოსა და აშშ-ს მოქალაქე, მიყვარს და პატივს ვცემ ორივე ქვეყანას. დიახ, ამერიკის მადლობელი ვარ, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ის, თავს მირჩევნია. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ხშირად ვხვდები ქართველების ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ, რაც თქვენი არასათანადო პრეტენზიებისა და სწავლებების შედეგია და რაც, აშკარად არ უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილ ურთიერთობას, როგორც სახელმწიფო, ისე სამოქალაქო დონეზე და ეს, ნამდვილად არასასურველია. ამიტომ გადავწყვიტე მომეწერა თქვენთვის. ვინმემ უნდა გითხრათ სიმართლე.

თქვენ ხართ აშშ-ის ელჩი საქართველოში და უნდა იცოდეთ, რომ ელჩების მოვალეობაა მასპინძელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება და საგარეო პოლიტიკური სტრატეგიების ხელშეწყობაა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. სულ ეს არის!
ელჩს არ აქვს უფლება ჩაერიოს იმ ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და საქმეებში, სადაც ის არის გაგზავნილი. ასე რომ, კეთილინებთ და საკუთარ საქმეს მიხედეთ.
როდესაც ადამიანი მიემგზავრება ქვეყანაში ელჩის სტატუსით, მისი უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს ამ ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გაცნობა (ენის ცოდნაზე რომ არაფერი ვთქვათ), მაგრამ როგორც ვხედავ, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ ჩვენს ისტორიასა და კულტურაზე. ამიტომ, თავს უფლებას ვაძლებ, უმოკლესი კურსი ჩაგიტაროთ.

მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დღემდე არსებობს თავისი სახელმწიფოებრიობით, თავისი ენით, დამწერლობით (მსოფლიოს 14 მთავარი დამწერლობათაგან ერთ-ერთი) და თავისი უნიკალური კულტურით. უნდა იცოდეთ, რომ საქართველო, თეთრი რასის სამშობლოა და ამიტომ თეთრი რასის წარმომადგენლებს პასპორტებში კვლავ უწერიათ „კავკასიელი“. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ საქართველომ მსოფლიოს მისცა ხორბალი, ღვინო, თაფლი, ოქრო, ფოლადი, სელის(ქსოვილი), ბორბალი, ცეცხლი, მედცინა რაც, მისი ფუძემდელის, ქართველი დედოფლის, მედეასგან მოდის, სიბრძნე – გამოიხატული ოქროს საწმისში. მე-5 საუკუნეში ავაშენეთ “ჯვარი”, 1 000-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი, გვაქვს 6 000 წლის მეგალითები. ჩვენ, მე-12-ე საუკუნეში გვქონდა რენესანსი, როცა ქვეყანას მართავდა ქალბატონი, თამარ მეფე და არა დედოფალი. იმ დროს დაიწერა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, იმ დროს აშენდა გამოქვაბულში ქალაქი-მონასტერი ვარძია, შეიქმნა ხატწერისა და ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, რომელთა ნახვაც სახელმწიფო მუზეუმში შეგიძლიათ. მეტს აღარ გავაგრძელებ, სჯობს მოუსმინოთ რას ამბობს შვეიცარიელი პროფესორი რომან შოლცი, ციურიხის გენეალოგიური კვლევის ცენტრის დირექტორი, Reuters-თან და BBC-სთან ინტერვიუში: „ვფიქრობ, რომ ეგვიპტის მმართველებისა და ევროპელების საერთო წინაპარი ცხოვრობდა კავკასიაში 9 500 წლის წინ. 7 000 წლის წინ, მისი შთამომავლები დასახლდნენ ევროპაში, ნაწილმა მიაღწია ეგვიპტეს და გახდა მმართველი კასტა.”

ქართველებმა, ამ მცირერიცხოვანმა ხალხმა, ბევრი რამ გააკეთა ამერიკისთვისაც და არა მარტო. ამერიკული ავიაცია შექმნა ქართველმა, ალექსანდრე ქართველლმა (ქართველიშვილი), ქართველმა ჯორჯ ბალანჩინმა (ბალანჩიაძე), საფუძველი დაუდო ამერიკულ ბალეტს. The Coby Glass Product Company-ისა და სუნამოს დამფუძნებლები იყვნენ გიორგი მაჩაბელი და ჯორჯ კობი (გრიგოლ კობახიძე), მათ პირველებმა დაიწყეს პარფიუმერიისთვის ბოთლების ჩამოსხმა. ასევე, მის ორ ყველაზე ცნობილ გამოგონებას მიეკუთვნება წყალგაუმტარი ბეტონი და მინის აგური, ის ასევე ასოცირდება პირველ საშობაო დეკორაციებთან და ნაძვის ხის განათებასთან. ქართველი ამერიკელი ოფიცერი, გენერალი ჯონ -მალაზ შალიკაშვილი 1992-1996 წლებში აშშ-ში გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ჩვენი საოპერო მომღერლები ძალიან ხშირად ხსნიან სეზონს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. 300 ცნობილი ქართველი ფიზიკოსი მუშაობს ამერიკულ საიდუმლო კომპანიებში წამყვან სპეციალისტად, ბევრი ცნობილი ექიმი და სხვა სპეციალობის წარმომადგენელი მაღალ თანამდებობებს იკავებს ამერიკაში. ამერიკის გარდა, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ჩვენი საუკეთესო სპეციალისტები მთელ მსოფლიოში. შვეიცარიაში ცნობილ კოლაიდერზე, მსოფლიოს 100 წამყვანი სპეციალისტიდან 60 ქართველია და ამ ჯგუფს ქართველი, გიორგი დვალი ხელმძღვანელობს, რომელიც მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორია.

ფიზიკაში მიუნხენში და მანამდე იყო ფიზიკის პროფესორი ნიუ-იორკის
მადლობა ღმერთს, თქვენს გარეშე მოვედით დღემდე და ახლაც როგორმე მივხედავთ ჩვენს თავს თქვენი დახმარების გარეშე!
იმედია მალე მოვა ჩვენი დროც და საქართველო, აუცილებლად დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიოში”, – აღნიშნულია წერილში.

Cesko