ნუ გვაიძულებთ დავარღვიოთ წითელი ხაზები! ამჯერად, გთხოვთ!!!!!… – ხათუნა ხოფერია ნედ პრაისს

0
565
25 Views

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის ციტატას აზიარებს და წერს:

„მორიგი უსირცხვილო მცდელობა, ამერიკის პოლიტიკური წრეების მხრიდან, ჩადგნენ ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის!!!!!…

კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ სურათი, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საქართველოს მოსახლეობა მეტად ენდობა კელი დეგნანს, ვიდრე მისი ქვეყნის პრემიერმინისტრსა და მის არჩეულ პოლიტიკოსებს!!! ეს შეურაცხმყოფელია!!!

ეს თავხედობაა!!!

ასეთი განცხადებები ნდობას უკარგავს ჩვენ პარტნიორებს ხალხში და ამძაფრებს საკუთარი პოზიციებისა და ღირსების დაცვის სურვილს რიგით მოქალაქეებში!

დღეს, ნებისმიერი ღირსეული მოქალაქის დაუოკებელი სურვილი გახდა კელი დეგნენისა და ამერიკის საელჩოს ზეწოლისგან და ჩარევისგან დაიცვას ქართული მართლმსაჯულება და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა!!

ნუ გვაიძულებთ დავარღვიოთ წითელი ხაზები!

ამჯერად, გთხოვთ!!!!!….

ამონარიდი ამერიკის სახ. დეპარტამრნტის პრესსპიკერის ნაბოდვარიდან:

“თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად.”

Cesko