რაში უშლის ხელს დასავლეთს ბიძინა ივანიშვილის არსებობა?! ვის არ აწყობს ჩვენი ურთიერთობის აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან ?!

0
1220
58 Views

“სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

“დასავლეთს საქართველო როგორც კონტროლირებადი ბუფერული ზონა ყავს, კავკასიის ენერგომაგტარებლებისა და ტვირთების ტრანზიტულ რეგიონში. ჩვენ ქვეყანას უფრო მაღალ სტატსუსს არვინ აძლევს და ევროკავშირის კანდიდატის სატყუარაც ამ სტატუსის ჩარჩოების შენარჩუნებისთვის გამოიყენება!

მსოფლიოში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოს შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს. ევროპა ჩვენთან დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს და მცირე თავისუფლების გამოვლინებისათვისაც კი მწარედ გვსჯის. ამიტომ თავისივე დაფინანსებულ პოლიტიკურ და საზოგადეობრივ სექტორს ააქტიურებს, ქვეყანაში ვითარების დაძაბვისთვის და ხელისუფლების დამორჩილებისათვის.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა, მიზეზი კი ხელისუფლების სიმტკიცე და რევოლუციის მსურველთა სიმცირეა. ხელისუფლების ერთიანობის გარანტი კი ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილიმა საქართველო ძალადობრივი რეჟიმისგან გაანთავისუფლა, ის არის ავტორი დღევადელი პოლიტიკური ელიტის და სახელმწიფო სისტემის.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მართვასა და პოლიტიკას ჩამოშორდა , სწორედ ივანიშვილის ფაქტორია სახელისუფლებო განშტოებათა თანამშრომლობისა სახელმწიფო ინტერესების ჩარჩოებში. ეს კარგად იცის დასავლეთმა და საფუძველს ქმნის საქნქციების შემოსაღებად, დეოლიგარქიზაციის ერთი პიროვნების მამართ გამოსაყენებლად და მეხუთე კოლონის გასააქტიურებლად.

დაფინანსებული მედია საშუალებებით საზოგადოებას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებენ, ხოლო რადიკალების მიერ შემოგდებული დღის წესრიგით ხელისუფება დროს მათთან პაექრობას უთმობს, მაშინ როცა საზოგადოება მიგარციის პრობლემებითა და შემოსავლების სიმცირით არის გატანჯული. ყველაფერი იმისთვის კეთდება , რომ ივანიშვილის ფაქტორი ამოაგდონ, ხელუფლებაში დპირისპირება შექმნან და საქარველო მორიგი რევოლუციით დაიმორჩილონ!

შედეგად ბრძოლა ივანიშვილის წინაღმდეგ კი არა, ხელისუფლების ხელში ჩაგდების და ქვეყნის დამორჩილებისთის მიდის.

ჩვენ ამასწინათ სახალხო დიპლომატიის ინიციატივით გამოვედით. რადგან საქართველოს გარშემო არსებულო ვითარება, გარკვეულ წინაპირობას ქმნი , რომ აფხაზებთან და ოსებთან ადამიანური ურთიერთობების აღდგენა დავიწყოთ! ჩვენ მტერსაც უნდა დაველაპარაკოთ და მოყვარესაც, რომ ძველი წყენები ნორმალურ ურთიერთეობეში გადავიყვანოთ, დაპირისპირება კი ეკონომიკურ თანამშრომლობაში. მაგარამ ზემოთ ხსენებული მიზეზებით, ესეთი ჰუმანური ნაბიჯიც კი დამოუკიდებელ პოზიციად აღიქმება და პრობლემებს აწყდება. ამიტომ ამერიკის ელჩთან ვგეგმავ შეხვერდრას, რომ ჩვენი ხალხისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ინიციატივა არ ჩაგვითვალონ რუსეთთან დაახლოებად და აშშ-ს ინტერესთა საწინააღმდეგოდ!

ჩვენ ყველაფერი უნდა გავითავლისწინოთ, რომ სახელმწიფოს არ ვავნოთ. ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ქვეყნის სუვერენული ფუნქციის გამტკიცებას ჩვენი პარტნიორები და მოწინააღმდეგენიც მივაჩვიოთ!!!”

Cesko