“იარაღი ჩაუდესო!” ბღავიან ტელევიზორებიდან პროპაგანდისტები… არადა, ნამდვილად იციან ის, რასაც ახლა გეტყვით…”

0
3397
17 Views

იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჭირს.

“იარაღის ჩადებები ხშირად ბლეფი რომაა, თუ ხვდება საშუალო სტატისტიკური ქართველი?!
ვეცდები მარტივად აგიხსნათ.
“იარაღი ჩაუდეს!”-ო, ბღავიან, ყვირიან, იფხრიწებიან ტელევიზორებიდან პროპაგანდისტები (ისინი თავს “ჟურნალისტებს” ეძახიან).

ადრე, ადამიანის დაჭერა რომ უნდოდათ (ფულის გამოძალვის, ფაქტზე წასწრების ან სხვა მოტივის გამო), უდებდნენ კი, უდებდნენ იარაღს და ისე იჭერდნენ (ფრიად საზიზღარი და ყოველნაირად მყრალი მოქმედებაა).
იმ პირებს, ვისაც იარაღს უდებდნენ, კანონიერად გაფორმებული იარაღი ან არ ჰქონდათ და ან, თუ მაინცდამაინც, იშვიათ შემთხვევებში ერთი ჰქონდათ – სანადირო თოფი, მაგალითად. ან, გეკო…
მივდივარ მთავარი სათქმელისკენ.
ადამიანს, ვისაც მრავალი იარაღი აქვს სახლში კანონიერად გაფორმებული და ჩხრეკისას უკანონო, გაუფორმებელ იარაღს აღმოუჩენენ, სწორედ მაშინ ატეხენ კაკანს ტელევიზორებიდან და პირწიგნაკის გვერდებიდან ზემოთნახსენები ქათმები.
ამდენი იარაღის პატრონსო, რად უნდაო უკანონო იარაღიო ან სახლშიო, ან მანქანაშიო, ან ჯიბაშიო?!… – კაკანებენ და ყივიან დაუსრულებლად.
არადა მათ, ნამდვილად იციან ის, რასაც ახლა გეტყვით:
დიახ, მრავალი იარაღის კანონიერ მფლობელს, რომელსაც მიდრეკილება აქვს უკანონობისკენ – შეუძლია დაჭრას ან, “დაჟე”, მოკლას კაცი.
კაცს იარაღიდან იმიტომ ესვრის, რომ ლაჩარი და მშიშარაა… უიარაღოდ ქვეშა-მიაა.
ცხადია, სჭირდება და ექნება კიდეც, უკანონო, გაუფორმებელი იარაღი. ექნება სახლშიც და ექნება მანქანაშიც.
იმიტომ ექნება, რომ “ექსტრემალური” სიტუაციისას ვინმეს ესროლოს, მოკლას ან დაჭრას, მერე კი იარაღი გადააგდოს და “ნე პოიმან, ნე ვორ” პრინციპით და არამზადა მამის ფულებით სუფთა გამოძვრეს.
მომხდარა და ხშირადაც, ჩვენს ქვეყანაში.
აბა რა გგონიათ, გაფორმებული იარაღიდან ესვრიან ვინმეს?!… ასე ხომ თავის განაჩენს მოაწერდნენ ხელს?!…
მათი იარაღიდან მოკლული კაცის ექსპერტიზა დაადგეს ვისი იარაღიდანაა მკვდარი.
დასკვნა: იარაღი ჩაუდესო, რათ უნდოდაო, ამდენი იარაღი აქვსო გაფორმებულიო… ესენი და ამნაირები თავიანთ ბებიებს ჩაუკაკანონ ზემოთნახსენებმა თუ უხსენებლებმა – ბებიები, როგორც წესი გულუბრყვილოები და დამჯერები არიან.
იმდენად ბინძური, უსუფთაო, მყრალი გარემო შევქმენით ქვეყანაში ბოლო 30 წელიწადის განმავლობაში, სიმართლისაც არა გვჯერა…
სიმართლის არ დაჯერებას ვინ ჩივის, სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჭირს… ამაზე უფრო აუტანებლი კი ისაა, სიკეთის და ბოროტების გარჩევაც რომ ჭირს.
ღმერთო, მოგვეც ძალი და ჭკუა სიკეთე და ბოროტება გავარჩიოთ ერთმანეთისგან და გვამყოფე სიკეთის მხარეს!”, – წერს ნერგაძე.

Cesko