მოსკოვის სასამართლომ Google ურჩობისთვის 21 მილიარდით დააჯარიმა

0
499
19 Views

თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. მოსკოვის ტაგანსკის რაიონის სასამართლომ Google 21 მილიარდ რუბლზე მეტით დააჯარიმა იმისთვის, რომ IT-გიგანტმა აკრძალული ინფორმაცია არ წაშალა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„დაეკისროს [Google-ს]ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 21 მილიარდ 77 მილიონ 392 ათას 317 რუბლისა და 80 კაპიკის გადახდა“, − გამოაცხადა გადაწყვეტილება მოსამართლე ვახრამეევმა.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „გუგლმა“ განმეორებით თქვა უარი რუსეთის კანონმდებლობით აკრძალული ინფორმაციის აღებაზე „იუთუბიდან“.
მანამდე „როსკომნადზორმა“ 17 შეტყობინება გაუგზავნა Google-ს მოთხოვნით, წაეშალა YouTube-დან „ყალბი ინფორმაცია უკრაინაში ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ახდენდა“.

Cesko