ონის კულტურის სახლი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, 21 წლის ახალგაზრდამ, რომელსაც უკვე 2 შვილი ჰყავდა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა:
“უდიდესია ჩვენი ტკივილი ჩვენი ძვირფასი ლუკა გაგნიძის გარდაცვალების გამო. მან ჩვენს კედლებში არაერთი დღე გაატარა ხალხურ შემოქმედებასთან თანაზიარებაში. ის თავისი ღირსეული ბაბუის ღირსეული შთამომავალი იქნებოდა, რადგან სწორედ მისი ხმის მადლს ვხედავდით ლუკაში..საოცრად ჰგავდა, ხმით, მანერებით, ადამიანობით… მაგრამ ვაი, რომ წუთისოფელში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, როგორც ვგეგმავთ. დღეს ონელებისათვის მძიმე დღეა – ჩვენს კალთაში ამოზრდილ უსაყვარლეს ლუკას ვემშვიდობებით… მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა ჩვენო საყვარელო ლუკა…”, – აღნიშნულია ონის კულტურის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარებიდან კი ირკვევა, რომ 21 წლის ლუკამ სუიციდით დაამთავრა ცხოვრება. მას ორი შვილი და მეუღლე დარჩა.
“გაუსაძლისი ცხოვრებით სასოწარკვეთილმა 21-წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე. გული მომიკვდა. ნათელი მის უკეთილშობილეს სულს!”
“ვაიმეე, ლუკაა, შვილო, როგორ მატკინე გულიი. ნათელში იყოს შენი სული!”
“გულს მიკლავს ამ პატარა ბიჭუნას ტრაგედია. იქნებ როგორ ელოდა დახმარების ხელის გაწვდენას ვინმესგან”, – წერენ კომენტარებში.
tia.ge