გიორგი გახარია ტვიტერზე ხელისუფლებას აკრიტიკებს და არაფორმალურ მმართველობაზე მიუთთიებს

0
4279
23 Views

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და არაფორმალურ მმართველობაზე მიუთთიებს.
არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.„მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, არის ღია შეტევა საქართველოს დასავლურ კურსზე. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ტკბილად ესაუბრებიან ოკუპანტ ძალას და ებრძვიან სტრატეგიულ პარტნიიორებს პირადი ინტერესების გამო“, — წერს გახარია ტვიტერზე.
მართალია, მას არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა არაფორმალურ მმართველში, თუმცა ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, ასევე არაერთი ევროპარლამენტარი და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. „ქართული ოცნება“ ამ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა. მიზეზად „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობა დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.
მოგვიანებით გიორგი გახაიამ პარტიაც დააფუძნა. იმავე წლის 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „იყო და არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არაფორმალური მმართველი?“.
გახარიამ მაშინ ამ კითხვას ზოგადი პასუხი გასცა და თქვა, რომ საქართველოში მმართველობით სისტემის სერიოზული პრობლემა არსებობს.
„რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს მმართველობის სისტემა დაუბალანსებელია და სისტემის გარეთ მყოფი გარკვეული გავლენის ჯგუფები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ახერხებენ ზეგავლენას“ – განმარტა გახარიამ.
ამ განცხადებიდან მალევე, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში როგორც გახარიამ თქვა, მას გადადგომამდე დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენელს „მართავდა“.

Cesko