ომით ვაშინგტონიც გადაიღალა … ცნობად უკრაინელ პოლიტიკოსებს ქუჩებში თავს ესხმიან – ქართველიშვილი

0
612
22 Views

პოლიტოლოგი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ჯერ კიდევ ორი თვის წინ “საერთაშორისო ურთიერთობების ევროპულმა საბჭომ” (ECFR) ბრიტანეთსა და ევროკავშირის სივრცეში (სულ 10 სახელმწიფოში) ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგად რესპონდენტთა უმრავლესობამ (35%) მხარი დაუჭირა უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულებაზე, თუნდაც უკრაინისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე. ბოლო ორ თვეში ევროპის კონტინენტზე განვითარებული მოვლენები გვაძლევენ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული გამოკითხვა დღეს რომ ჩატარებულიყო, მოვლენათა განვითარების ზემოხსენებულ სცენარს გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერდა მხარს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ომით არა მხოლოდ ევროპა, არამედ ვაშინგტონიც გადაიღალა. რუსეთის მიმართ სიძულვილი დღეს ეკლექტიკურად თანაცხოვრობს ომის მწვავე ფაზის, “ცივი” ომით ჩანაცვლების სურვილთან.

ასე მაგალითად, ნორვეგიამ შეწყვიტა კუნძულ შპიცბერგენის ბლოკადა და დღეს უკვე ატარებს იქ მცხოვრები რუსი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ტვირთებს. გერმანიის კანცლერი კი მიესალმება კანადის მიერ ემბარგოს მოხსნას, მწყობრიდან გამოსული “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტურბინის მოწოდების სახით.

მედიაში ასევე ჟონავს დახურული ინფორმაცია აშშ-სა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დარეგულირების შესაძლებლობების თაობაზე.
იმავე “ოპერიდან” ჩანს ბორის ჯონსონის გადაყენება და მისი, როგორც “ომის პარტიის” ლიდერის, “მშვიდობის”, “შიშის” თუ “პრაგმატულობის” ფრთის წარმომადგენლით სავარაუდო ჩანაცვლების პერსპექტივები. იმავე პრაგმატულობით შეიძლება აიხსნას უკრაინისთვის განკუთვნილი, ევროკავშირის დახმარების პაკეტიდან, გერმანიის მიერ დაბლოკილი 9 მილიარდი ევრო.

მანამდე ევროკავშირმა უკვე დაუბლოკა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ტრანში. როგორც ჩანს, ომის გარდაუვალი და მოახლოვებული დასრულების მოლოდინში, დასავლეთს აღარ სურს უსარგებლო და საკუთარი თავის დამაზიანებელი ხარჯების გაწევა.

როგორც ჩანს, დასავლეთში იმარჯვებს ის პოლიტიკური მიდგომები, რომლებსაც რუსეთთან თუნდაც “პროქსი-დაპირისპირების” გაგრძელებით, არ სურთ ცივილიზაციების რეალურ დაპირისპირებამდე მიყვანა.

ამასობაში კი, კიევის ქუჩებში ცნობად უკრაინელ პოლიტიკოსებს უკვე ღიად ესხმიან თავს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი არესტოვიჩი თავის შეფს, ანდრეი ერმაკს, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებში პირდაპირ ადანაშაულებს, ხოლო იმავე საკითხის შესწავლის ინიცირება დღეს უკვე აშშ-ს კონგრესის დონეზეც ხდება…”

Cesko