ქართელი პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა “სიცრუის დეტექტორში” კიდევ ერთხელ ილაპრაკა შვილის გარდაცვალების შესახებ.
“ჩემი შვილის მკვლელს ვაპატიე. იოლი არ იყო. ეს მოხდა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ. მან გამოთქვა სურვილი, რომ ჩემი შვილის ორმოცამდე, წინა დღეებში შევხვედროდი მას. მან მთხოვა, რომ მომეყოლა შვილის შესახებ, როცა ვისაუბრეთ, მითხრა, ახლა თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობა, ის არის მამა, შენ ხარ შვილიო. ის წავიდა შენ მაგივრად, შენ კი შენი მისია უნდა შეასრულო, რაც ამ წუთისოფელში გავალიაო. არ მქონდა უფლება ეს არ გამეკეთებინა. სხვანაირად, სხვა თვალით შევხედე და სხვანაირად მივუდექი ამ საკითხს.
ახლა მე დედამიწის ზურგზე არავის სიძულვილი არ შემიძლია, მათ შორის არც ჩემი შვილის მკვლელის. მე მას პირადად არ შევხვედრივარ. 10 წელი ჰქონდა მკვლელობისთვის მისჯილი და მოიხადა. რომ ვნახო, არანაირი რეაქცია არ მექნება, ალბათ. ხევსურებს ასეთი წესი გვაქვს, თუ მკვლელი სასჯელს იხდის, შენ შურისძიების უფლება არ გაქვს. სისხლის დანახვა ჩემთვის საშინელებაა. ცხვარში ვიარე 12 წელი და ცხვარი არ დამიკლავს, ქათამი არ დამიკლვას, ერთადერთი ტოროლა შემომაკვდა შემთხვევით და ის მაქვს სანანებლად, იმ ფრინველის ვალი მაქვს, იმის ცოდვა მაწევს”, – განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა.