სკანდალი! “ვხედავ ქალი-პოლიტიკოსის სიკვდილს” – ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება

0
740
28 Views

ახალი სიტყვა: ვხედავ ქალი-პოლიტიკოსის სიკვდილს – ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა…
ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 85

2015 წელი, 8 სექტემბერი

მთავრობის მიერ ჟურნალისტების მიმართ აგორებული პოლიტიკური ინტრიგები მათ სასიკეთოდ არ დამთავრდება. მე ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს თემა ძალზე სახიფათოა მათთვის და ჩემ მიერ დანახული მოვლენების განვითარება ნამდვილად არასასურველი იქნება ამჟამინდელი მთავრობისთვის! ეს პროცესები ძალიან რთულ სახეს მიიღებს, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ძნელბედობის ჟამს ერთიანდებიან. მათი ერთიანი ძალა კი ტაიფუნს ჰგავს, რომელიც ყველაფერს წალეკავს.

მოკლედ, მთავრობისა და ჟურნალისტების დიდ დაპირისპირებას ვხედავ!

ხოლო ის ჟურნალისტი, რომელიც რჩევებს იძლევა და მთავრობის მეთაური შეცდომაში შეჰყავს – ეს არის ადამიანი სიბინძურე (წინასწარმეტყველებათ დედანში ვინაობა დაკონკრეტებულია, — რედ.). ჰოდა, ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ ყველა გაილაშქრებს, იგი ძალზე ცოდვიანია, მას ადამიანს არავინ უწოდებს. მალე აგებს პასუხს თავის ბინძურ საქმეებზე – მოყოლებული წარსულიდან. მომავალში იგი იწოდება როგორც ადამიანი არავინ — მას ისტორია არასდროს მოიხსენიებს. ან, რატომ უნდა მოიხსენიოს?!

ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი პოლიტიკა საერთოდ არც ასრულდება, სულ სხვა მიმართულებას ვხედავ, რომელიც ჩემ საყვარელ ქვეყანას გადაარჩენს. ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის. ქართული პოლიტიკის კურსი ერთია — ევროპა და ამერიკა. და ამას ვერავინ შეცვლის, რა პოლიტიკაც არ უნდა გაატარონ.

Cesko