G-20-ის შეხვედრაზე ქვეყნები უკრაინის ომის შესახებ საერთო პოზიციაზე ვერ შეთანხმდნენ – AP

0
374
22 Views

G-20-ის ქვეყნების დიპლომატებმა ბალიში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ომთან დაკავშირებით საერთო პოზიციას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

დიპლომატებმაა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ომის გლობალურ შედეგებს, ამან კი ფორუმზე სამომავლო თანამშრომლობის გაურკვეველი პერსპექტივები დატოვა.

ერთიანობისა და ომის დასრულების ემოციური მოწოდების მიუხედავად, დიპლომატებმა ტრადიციული საერთო ფოტო არ გადაიღეს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეხვედრა ნაადრევად დატოვა.

ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატის თქმით, ლავროვმა შეხვედრა ორჯერ დატოვა: პირველად, როდესაც მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბაერბოკმა ისაუბრა შეხვედრის გახსნაზე და შემდეგ ცოტა ხნით ადრე, სანამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება შეხვედრის მონაწილეებს ვიდეოზარით ჩაერთო.

Cesko