ცოტა ხნის წინ, თიანეთში, სოფელ სიმონიანთხევში 76 წლის პოეტ ტარიელ ხარხელაურს ნიკა წულუკიძემ ჩააკითხა ნუგეშის მისაღებად. პოეტი შეხვედრის პირველ ეფექტს იხსენებს:
“მე ველოდი ნიკას, ჩემთან უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ რომ დავინახე, მაინც ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე. ნიკას სხვა ხარისხის ტკივილი აქვს. მის ბუნებას ამ ტკივილთან შეგუება გაუჭირდება. მე ფურცელზე გადამაქვს ჩემი სატკივარი. ნიკას სჭირდება სცენა და სივრცე. ნიკა მჭირდება მე ისეთი, როგორიც ის ადრე იყო.
ნიკა სჭირდება ქვეყანას. მან ყველას სიყვარული უნდა მოუტანოს. ამიტომაც ვუთხარი, ჩვენი ტკივილი გულებში შევინახოთ, ცალ-ცალკე კუთხე გამოვუყოთ, ჩვენთან უნდა იყოს-მეთქი. აუცილებელია მოერიოს ტკივილს. სამწუხაროდ, ის ამ დღეში, არც პირველია და არც უკანასკნელი” – უთხრა “პრაიმტაიმს” ტარიელ ხარხელაურმა