რატომ იჩხუბეს ნიკა მელიამ და დავით კეზერაშვილმა – დიმიტრი ჩიქოვანი პარტიიდან გაუშვეს?!

0
1139
31 Views

ის რომ ნაციონალურ მოძრაობაში ყველაფერი რიგზე არაა, ბოლო რამდენიმე თვეა პარტიის ლიდერების უმოქმედობითაც ჩანს. რამდენჯერმე შეკრებილი და უშედეგოდ დაშლილი საპროტესტო აქცია,მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემის პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა,ფაქტობრივად,ნულოვანი აქტიურობა პარლამენტში,-ბევრ კითხვას ბადებს.

სააკაშვილის მხარდამჭერების უფლებების შეზღუდვის პარალელურად,პარტიაში სულ უფრო გაიზარდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის გავლენები.მან პარტიის გენერალურ მდივნად მისივე ბიზნესპარტნიორი და ევროპოლის მიერ ქოლ ცენტრების უკანონო საქმიანობაში მხილებული პეტრე ცისკარიშვილი ,საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად კი საკუთარი ცოლისძმა დიმიტრი ჩიქოვანი დანიშნა.საკადრო ცვლილებების სანაცვლოდ ,პარტიული აქტოვობების დაფინანსების ვალდებულება აიღო,პარალელურად დაიწყო ახალგაზრდული და ,ანტიკორუფციულ მოძრაობის დაფინანსება.

კეზერაშვილის გავლენების გაძლიერების კვალდაკვალ,პარტიის ლიდერშიპმა სააკაშვილის ხსენებას მოუკლო,არც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უზრუნია და დიდად არც ნიკა გვარამიას პატიმრობა გაუპროტესტებია.

პარტიის შიგნით უკმაყოფილება განსაკუთრებით რუსთაველზე 20 ივნისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შემდეგ გაიზარდა,სადაც მიხეილ სააკაშვილის სახელი ორგანიზატორებს საერთოდ არ უხსენებიათ.

როგორც “cnews” – ს “ენმ” – დან სანდო წყარომ აცნობა, დავით კეზერაშვილმა აქცენტი საზოგადოებრივი აქტივობის და ცალკეული პერსონების დაფინანსებაზე გადაიტანა, პარტიის აქტოვობების დაფინანსებაზე კი უარი განაცხადა. ასევე ჩაიშალა პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის დაბრუნების საკითხი, რომელსაც “ენმ” – ში ვანო მერაბიშვილის ფრთა ლობირებდა, სწორედ შეუსრულებელ ვალდებულებებს მოყვა პარტიის მოქმედი თავმჯდომარის პროტესტი, რომელიც ციხიდან გამოსვლის მერე რეიტინგული ლიდერად ჩამოყალიბდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პოზიციები დაკარგა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ნიკა მელიამ კეზერაშვილს სერიოზული პრეტენზიები დაუყენა, თუ პარტიის აქტივობების დაფინანსებას არ აპირებდი, რატომ ჩააჩოჩე კობა ნაყოფია, რომელსაც შენზე ათჯერ მეტი ფული აქვს ჩასხმული “ენმ” – შიო, ან სააკაშვილის ხსენებას რომ გვიკრძალავ, ზუსტად ვიცი რამდენჯერ ჩაიყვანე კონსპირაციულ შეხვედრაზე ხატია დეკანოიძე და ლევან ხაბეიშვილი და რა დავალებებს აძლევ, პარტიის თავმჯდომარის ზურგს უკანო. სწორედ შენი დამსახურებაა “ენმ” – ს უფუნქციო პარტიად ქცევა და ჩვენი რეიტინგის 7%-მდე ჩამოყვანაო…

კეზერაშვილისა და მელიას ჩხუბი იმ კონდინციამდე მისულა, ან შენ იქნები ამ პარტიაში და ან მეო, – ბოლო სიტყვა უთქვამს ნიკა მელიას. ჩხუბიდან მეორე დღეს კი კეზერაშვილის ცოლისძმა დიმიტრი ჩიქოვანი “ენმ” – დან გაუშვია.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, პეტრე ცისკარიშვილის პარტიიდან გაშვებაც დროის ამბავია, თუმცა ნაციონალურ მოძრაობას ძველი გავლენების და მხარდამჭერების დაბრუნება გაუჭირდება.

რატომ ჩაიშალა 3 ივლისის აქცია და რას სთავაზობდა აქციის ორგანიზატორებს დავით კეზერაშვილი პეტრე ცისკარიშვილის პირით, ამ სკანდალურ დეტალებს ორშაბათს “ქრონიკა+” – ში ექსკლუზიურად მოგიყვებით, მანამდე კი გეტყვით რომ კეზერაშვილი იმედგაცრუებულია და მის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური და მედია პროექტების დახურვას აპირებს.

მან მნიშვნელოვნად შეამცირა”ფორმულას” ბიუჯეტი, დახურა ყველა გასართობი გადაცემა და “ჩემი ცოლის დაქალებიც”.

სექტემბრიდან ასევე აღარ დააფინანსებს ანტიკორუფციულ და ახალგაზრდულ მოძრაობას.

რაც შეეხება ენმ-ს “მომავალს”, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განცხადებებს გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ.

წყარო: https://cnews.ge/

Cesko