“იმის დასამტკიცებლად, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია, საჭიროა შესაბამისი კომისიური ექსპერტიზის დასკვნა…” – ბონდო მძინარაშვილი

0
1219
34 Views

როგორც ცნობილია, გუშინ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა , გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთმა საქართველოში FSB-ს ჯგუფი მოავლინა.

ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ახლა მე ხომ ვერ ვიტყვი, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია?!
მხოლოდ მე კი არა, განა შეიძლება, საერთოდ ვინმემ თქვას, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია?!
ვერავინ იტყვის, რადგან თუ ვინმე იტყვის, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია, შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია!
ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია, საჭიროა შესაბამისი კომისიური ექსპერტიზის დასკვნა, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია!
ხოლო კომისიური ექსპერტიზის დასკვნისთვის, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია, საჭიროა გიორგი ვაშაძის გამოკვლევა, მაგრამ როგორ უნდა გამოიკვლიონ, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია, თუკი არ მივიდა გამოსაკვლევად?!
გიორგი ვაშაძე კომისიური ექსპერტიზის წინაშე არ წარსდგება იმის დასადგენად, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია!
შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია!
აი, ამიტომ მეც ვერ ვამბობ, რომ გიორგი ვაშაძე იდიოტია!
ასეა ეს!”
შეგახსენებთ, დღეს მმართველი გუნდის წევრმა, ზარქუამ, გიორგი ვაშაძეს იდიოტი უწოდა.

 

Cesko