„ჩემი შვილის საფლავიდან ჯვარი მოიპარეს… რა ჯიშის ადამიანი აკეთებს ამას?” – მაია ასათიანმა ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა

0
429
31 Views

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ წერს. მაიას თქმით, მისი შვილის

საფლავიდან ჯვარი მოიპარეს.

„ჩემი შვილის საფლავიდან ჯვარი მოიპარეს… რა ჯიშის ადამიანი აკეთებს ამას?” – წერს მაია.

18 წლის ნუცა მახვილაძე 2017 წელს საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. ნუცა საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა.

მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და, წლების მანძილზე, უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა, თუმცა, ამჯერად, მას კარიერაში პაუზა აქვს, როგორც თავად განმარტა, ისვენებს და საყვარელი საქმის კეთებას მალე ახალი ძალებით გააგრძელებს.

Cesko