22 Views
საბერძნეთს 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს. მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი მეტსახელად “ობობა” 26 ივნისს დააკავეს. გამოცემის თანახმად, ქალმა ბერძენ მოხუცებს საძილე აბები, კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებები, მისცა და შემდეგ ძარცვავდა. ის უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, “ობობას” მონაწილეობით ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე. უწყება მის ფოტოსურათებს აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.