უკრაინელი ჯარისკაცები – დედამიწაზე თუ სადმე ჯოჯოხეთია, ეს იყო სევეროდონეცკში

0
440
22 Views

ერთთვიანი ბრძოლის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ომამდელი ქალაქი, 101 000-იანი მოსახლეობით, დამწვარ უდაბნოდ გადააქციეს, ისინი ყოველდღე გვაბომბავდნენ, – ამის შესახებ უკრაინელი ლეიტენანტი, ვოლოდიმირ ნაზარენკო აცხადებს, რომელიც უკრაინის ეროვნული გვარდიის ბატალიონ „სვობოდას“ მეთაურის მოადგილეა და სხვა ჯარისკაცებთან ერთად, მეთაურების ბრძანებით, სევეროდონეცკის ოლქიდან უკან დაიხია.

„თუ სადმე დედამიწაზე ჯოჯოხეთი იყო, ეს იყო სევეროდონეცკში,“- აღნიშნავს ნაზარენკოს ბატალიონის ჯარისკაცი, არტემ რუბანი.

მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლების შინაგანი სიძლიერე მათ საშუალებას აძლევდა, ბოლო მომენტამდე დაეცვათ ქალაქი.

24 ივნისს, როცა უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქის დატოვების ბრძანება მიიღეს, ისინი სამი მხრიდან იყვნენ ალყაში მოქცეული და თავდაცვას ქიმიური ქარხნიდან, რომელსაც თავს მშვიდობიან მოქალაქეები აფარებდნენ.

წყარო: https://www.interpressnews.ge/

Cesko