ქალი მთვრალმა მეზობლებმა ჯერ სცემეს შემდეგ კი ცოცხლად დამარცხეს. ამის შესახებ ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 57 წლის ნინა რუდჩენკო უკრაინის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც მას ორი მთვრალი მეზობელი შეუვარდა.
27 და 30 წლის ასაკის ორი მთვრალი ძმა ნინას ბეიზბოლის ბიტით 2 საათის განმავლობაში იქამდე სცემდა, სანამ ქალმა გონება არ დაკარგა.
საღამოს მისი უგონო სხეული სასაფლაოზე წაიღეს, სახეზე წყალი შეასხეს, უთხრეს რომ საფლავი ამოეთხარა და შემდეგ შიგნით ჩაწოლილიყო.
„ამ დროს მათ ჩემი დამარხვა დაიწყეს. სახე ხელებით დავიფარე რომ რამენაირად სუნთქვა შემძლებოდა. ისინი იცინოდნენ და გეგმებს აწყობდნენ როგორ დაეხოცათ ჩემი ოჯახის წევრები. როცა ამ ყველაფრს მორჩნენ, წავიდნენ“,- ამბობს ნინა.
მათი წასვლის შემდეგ ნინამ საფლავიდან ამოსვლა მოახერხა. სახლამდე ხოხვით რაღაც მანძილი გაიარა, შემდეგ კი გონება დაკარგა.
ნინა მისმა დამ, ლუდმილა გურამ იპოვა.
ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.